რუსეთი მზადაა უმასპინძლოს ყველას, ვინც დისკრიმინაციის გარეშე სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილეობას მიიღებს – პუტინი

რუსეთი მზადაა უმასპინძლოს ყველას, ვინც დისკრიმინაციისა და შეზღუდვების გარეშე სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილეობას მიიღებს, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა და აღნიშნა, რომ რუსეთისთვის სპორტში არამეგობრული სახელმწიფოები არ არსებობს.

„რუსეთისთვის სპორტში არამეგობრული ქვეყნები არ არსებობს. ჩვენ სიამოვნებით მივესალმებით ყველას, ვინც დისკრიმინაციისა და ხელოვნური შეზღუდვების გარეშე სპორტისთვის, მისი იდეალებისთვის – სამართლიანობის, თანასწორობისა და სამართლიანი ბრძოლისათვის იდგება“, – აღნიშნა ვლადიმერ პუტინმა.

გარდა ამისა, რუსეთის მთავარსარდალმა დასძინა, რომ რუსული ბელორუსული, სომხური, ყაზახური და ტაჯიკური გუნდები მსოფლიოს ძლიერ გუნდთა შორის არიან.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ შესატანი ცვლილებებით ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ვადები იცვლება
შემდეგი სტატიამოსკოვში დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. რესპუბლიკების „საელჩო“ გაიხსნება – რუსული მედია