რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დაადასტურა, რომ რუსეთმა ტრამპს შესთავაზა დელეგაციების დონის გაზრდა პირდაპირ რუსულ-უკრაინულ მოლაპარაკებებში, თუმცა პუტინის ზელენსკისთან შეხვედრისთვის თანხმობის დამადასტურებელი განცხადება არ გაკეთებულა. მიუხედავად ამისა, ევროკავშირის თითქმის ყველა ლიდერი და აშშ-ის პრეზიდენტი უკვე რამდენიმე დღეა აცხადებენ, რომ ეს შეხვედრა გაიმართება და მისი მზადება უკვე მიმდინარეობს.
სერგეი ლავროვი:
რუსეთი თანახმაა, რომ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები უზრუნველყოფილი იყოს თანაბარ საფუძველზე ისეთი ქვეყნების მონაწილეობით, როგორებიცაა ჩინეთი, აშშ, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი;
უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფაში თავის მხრივ რუსეთიც უნდა მონაწილეობდეს, რადგან უსაფრთხოების გარანტიების განხილვა რუსეთის გარეშე სერიოზულად — შედეგებს არ მოიტანს.
რუსეთი ამჟამად ევროკავშირის მხრიდან მხოლოდ აგრესიული გარემოს გამწვავებას და უხერხულ მცდელობებს ხედავს, რომლებიც მიმართულია ტრამპის პოზიციის შეცვლისკენ უკრაინის საკითხში;
რუსეთი მზადაა უკრაინასთან განიხილოს პოლიტიკური ასპექტები შეთანხმების პროცესში.















