რუსეთი მზადაა საქართველოსთან მეგობრობისთვის მაგრამ არა დეოკუპაციისთვის

კრემლმა ისევ გამოხატა კეთილგანწყობა საქართველოს ხელისუფლების, ივანიშვილის რეჟიმის მიმართ და განაცხადა, რომ მზადაა დიპლომატიური ურთიერთობის აღსადგენად, თუმცა იქვე დააკონკრეტა, რომ ეს უნდა მოხდეს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების გადახედვის გარეშე.

რუსეთის საგარეო მინისტრის მოადგილემ მიხეილ გალუზინმა განაცხადა, რომ 2008 წელს მიღებული გადაწყვეტილება “გადახედვას არ ექვემდებარება” და გვირჩია, რომ დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა არ დავაკავშიროთ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სუბიექტებად აღიარებასთან. მისი თქმით, “ავიაცია პოლიტიკისგან დამოუკიდებლად არსებობს და დაფრინავს ” და ამ საკითხებსაც სწორედ ასე უნდა შევხედოთ.

თბილისს გალუზინის ამ კომენტარსა და რჩევაზე ჯერჯერობით პოზიცია არ გამოუხატავს.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოცხადდება
შემდეგი სტატიაწაგვართვეს ყველაფერი მანქანა (06, რომელიც შრომით ყავდა ჩემს ოჯახს შეძენილი) ტანსაცმელი და თუ რამე გაგვაჩნდა!