რუსეთი მზად არის, დაუყოვნებლივ დაუბრუნდეს შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმებას, თუმცა უნდა შესრულდეს შეთანხმების ის ნაწილი, რომელიც რუსეთს ეხება – პესკოვი

რუსეთი მზად არის, დაუყოვნებლივ დაუბრუნდეს შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმებას, თუმცა უნდა შესრულდეს შეთანხმების ის ნაწილი, რომელიც რუსეთს ეხება, – ამის შესახებ კრემლის პრესმდივანმა, დიმიტრი პეკოსვმა რუსულ მედიასთან განაცხადა.

პესკოვის თქმით, ამ დრომდე შეუსრულებელია შეთანხმების ის ნაწილი, რომელიც რუსული პროდუქციისა და სასუქის ექსპორტს ითვალისწინებს.

„რუსეთი მზად არის, დაუყოვნებლივ დაუბრუნდეს შეთანხმებას, არა მხოლოდ მოლაპარაკებებს, არამედ, თავად შეთანხმებასაც, მზად ვართ, დაუყოვნებლივ გავაკეთოთ ეს. თუმცა, უნდა შესრულდეს შეთანხმების ის ნაწილი, რომელიც რუსეთს ეხება. როგორც იცით, ამ დრომდე ეს არ გაკეთებულა“, – განაცხადა პესკოვმა.

banner
წინა სტატიაში„სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენლები „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციაში უნდა გაწევრიანდნენ – დეკანოიძე
შემდეგი სტატიააფხაზეთი მზადაა Atoria Grande მიიღოს და რუს ტურისტებს უმასპინძლოს – ბჟანია