„რუსეთი მოლდოვაში არჩევნების გაყალბებას ეცადა, მაგრამ არ გამოუვიდა“- ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მაია სანდუს მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.

როგორც ბაიდენი ამბობს, რუსეთის მცდელობები, დაეზიანებინა საარჩევნო პროცესი, წარუმატებელი აღმოჩნდა.

„ვულოცავ მაია სანდუს მის ისტორიულ ხელახლა არჩევას მოლდოვის პრეზიდენტის პოსტზე. მოლდაველი ხალხი მივიდა საარჩევნო უბნებზე და ხმა მისცა პრეზიდენტ სანდუს ხედვას უსაფრთხო, აყვავებულ და დემოკრატიულ მოლდოვასთან დაკავშირებით. პრეზიდენტ სანდუს ხელახლა არჩევა მოხდა სულ რაღაც ორ კვირაში მას შემდეგ, რაც მოლდაველმა ხალხმა საკონსტიტუციო რეფერენდუმში ევროკავშირის წევრობას დაუჭირა მხარი.

რამდენიმე თვის განმავლობაში რუსეთი მოლდოვაში ცდილობდა დემოკრატიული ინსტიტუტებისა და საარჩევნო პროცესების შელახვას, მაგრამ ეს არ გამოუვიდა. მოლდაველმა ხალხმა გამოიყენა თავისი დემოკრატიული უფლება, აერჩია საკუთარი მომავალი და აირჩია გზა, რომელიც ორიენტირებულია ევროპასა და დემოკრატიაზე“, – ნათქვამია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშისასამართლომ თეთრიწყაროს და წალკის ელექტრონულ უბნებზე შედეგები გააბათილა
შემდეგი სტატიასაარჩევნო ადმინისტრაცია თეთრიწყაროსა და გორის რაიონული სასამართლოების გადაწყვეტილებებს სააპელაციო სასამართლოში ასაჩივრებს