რუსეთი მხოლოდ ჩვენი ქალაქებით არ არის დაინტერესებული, მისი ამბიციები მიმართულია ვარშავიდან სოფიამდე – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჩეხეთის პარლამენტისთვის ვირტუალურად მიმართვისას განაცხადა, რომ რუსეთის ტერიტორიული ამბიციები ვარშავიდან სოფიამდეა გადაჭიმული. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა ევროკავშირს რუსეთის წინააღმდეგ უფრო მეტი სანქციების დაწესებისკენ მოუწოდა.

„რუსეთი მხოლოდ ჩვენი ქალაქებით: მარიუპოლით, სევეროდონეცკით, ხარკოვითა და კიევით არ არის დაინტერესებული. მისი ამბიციები მიმართულია ვარშავიდან სოფიამდე. როგორც წარსულში, რუსეთის უკრაინაში შეჭრა არის პირველი ნაბიჯი, რომელიც რუსეთის ხელმძღვანელობას სჭირდება, რომ სხვა ქვეყნებისკენ, სხვა ხალხის დაპყრობისკენ გზა გაეხსნას“, – განაცხადა ზელენსკიმ.

banner
წინა სტატიაშისახალხო დამცველი თსუ-ს სტუდენტებსა და ადმინისტრაციას შეხვდა
შემდეგი სტატიასაფრანგეთის ელჩი სალომე ზურაბიშვილის მიერ ევროპის მოედანზე დაანონსებულ შეკრებაში მონაწილეობას მიიღებს