რუსეთი მინსკზე თავდასხმას მიიღებს როგორც საკუთარ თავზე აგრესიას

მოსკოვი ბელორუსზე შესაძლო თავდასხმას მიიღებს, როგორც საკუთარ თავზე განხორციელებულ აგრესიას – მისნკში რუსეთის ელჩმა მიხაილ ბაბიჩმა განაცხადა.

“ეს ქვეყანა აბსოლუტურად დაცულია და შეუძლია აბსოლუტურად მშვიდად იყოს” – ბელორუსულ ტელეარზხე გამოსვლისას თქვა – “დოიჩე ველე” წერს. ელჩმა, ასევე, აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაცია და ბელორუსი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ერთნაირ სამხედრო პოლიტიკას იზიარებენ როგორც თავდაცვის, ასევე საპასუხო დარტყმების შესახებ – ბაბიჩმა თქვა პოლონეთის ტერიტორიაზე აშშ-ს სამხედრო ბაზების განთავსების საკითხის კომენტირებისას, რომელიც ბელორუსის საზღვარზეა. “ცხადია, ეს ფაქტორი საგანგაშოა” – დაამატა ელჩმა.

მიხაილ ბაბჩინი რუსეთის ფედერაციის ელჩად 2018 წლის აგვისტოში დაინიშნა.

banner
წინა სტატიაშიეს იქნება ტყუილი, თქვენ როგორ გიყუროთ, მატყუარა ტელევიზია ხართ – კალაძე ფეშენებელური სახლებთან დაკავშირებით დასმულმა კითხვამ გააღიზიანა
შემდეგი სტატიათიბისი სტატუსის დახმარებით თედო რეხვიაშვილი ნიუ-იორკის სამხატვრო აკადემიის სტუდენტია