რუსეთი მილიარდობით ფუნტ სტერლინგ „ჭუჭყიან ფულს“ „ათეთრებს“ დიდ პრიტანეთში

რუსეთი მილიარდობით ფუნტ სტერლინგ „ჭუჭყიან ფულს“ „ათეთრებს“ დიდ პრიტანეთში

რუსეთი მილიარდობით ფუნტ სტერლინგ „ჭუჭყიან ფულს“ „ათეთრებს“ დიდ პრიტანეთშიყოველწლიურად ლონდონის ელიტურ საცხოვრებელ სექტორში, რუსეთიდან შემოსული მილიარდი ფუნტი სტერლინგის საეჭვო ნაკადის „გათეთრება“ ხდება. ასევე რუსეთიდან მოედინება დიდ ბრიტანეთში დაურეგისტრირებელი კაპიტალის ნაზევარზე მეტი.
დანაშაულთან ბრძოლის ნაციონალური სააგენტოს (NCA) მოხსენებაში „ნაციონალური რისკების შეფასება“ წერია, რომ ქვეყანაში ყოველწლიურად შემოდის მილიარდი ფუნტი სტერლინგი. მსოფლიო ეკონომიკის ერთ-ერთ უმთავრეს ფინანსურ ცენტრში, ლონდონში შემოსული „ჭუჭყიანი (შავი) ფულის“ კვალის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, რუსეთის კაპიტალი პირველ პლანზე გამოდის.
Deutsche Bank-ის ლონდონელი სტრატეგის ოლივერ ჰარვის აზრით, „შეინიშნება ძლიერი კორელაცია რუსეთიდან ფარულად გამოტანილ თანხებსა და დაურეგისტრირებელ კაპიტალს შორის, რომელიც ლონდონში შემოდის. დაუდგენელი წყაროებიდან წამოსული კაპიტალის დიდი ნაწილი რუსეთის სეშვეობისთ შემოდის და შეადგენს მთელი დაურეგისტრირებელი კაპიტალის 50%-ს .“
მისი სიტყვებით, ასეთი თანხების ზუსტი რაოდენობის დადგენა შეუძლებელია.
„ამ საქმეებით დაკავებულები პირების დადგენა აქციებთან და ობლიგაციებთან მუშაობის შედეგად ხდება. მაგრამ დიდ ბრიტანეთში უძრავი ქონების ყიდვისას ასეთი სახის პირად მონაცემებს არ თხოულობენ“ – თქვა ოლივერ ჰარვიმ.
Deutsche Bank-ის მოხსენებაში „ბნელი საკითხი; ფარული კაპიტალის ნაკადები აძლიერებენ G10 კურსს“ ასევე აღნიშნავენ, რომ კაპიტალის დიდი ნაწილი, რომელიც ლონდონში უცნობი წყაროებიდან შემოდის, რუსეთიდან მოედინება.
„ბალანსის ცხრილების მიხედვით ჩვენ პირველად შევძლებთ დავამტკიცოდ, რომ ინტენსიური ფულადი ნაკადი დიდ პრიტანეთში რუსეთიდან მოდის. ამას გარდა, არის მყარი მტკიცებულებები იმისა, რომ 133 მლრდ ფუნტი სტერლინგის წყარო, საიდანაც დიდ ბრიტანეთში 1970 წლებიდან შემოდიოდა შავი კაპიტალი, არის რუსეთი“ – ნათქვამია მოხსენებაში.
„ჭუჭყიანი ფულის“ ტრეიდერები თავის სასარგებლოდ იყენებენ ბრიტანული მმართველობის სისტემაში არსებული ხარვეზებით. კორუფციასთან მებრძოლ არასამთავრობო ორგანიზაციების მონაცემებთან ერთად ქვეყანაში ყოველწლიურად 23-57 მლრდ ფუნტი სტერლინგის „გათეთრება“ მიდის.
„ჭუჭყიანი ფულის“ გათეთრება დიდი ბრიტანეთის ელიტურ საცხოვრებელ სექტორში ხდება“
ოფიციალური მონაცემებით, 2006 წლიდან დიდ ბრიტანეთში შემოსული „ჭუჭყიანი ფულის“ მთლიანი თანხა 93 მლრდ ფუნტ სტერლინგს აღწევს. ექსპერტები ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, რომ ამ საიდუმლო ნაკადის წყაროს წარმოადგენს რუსეთი.
ნიკ მაქსველმა, ლონდონის Transparency International-ის კვლევითი ცენტრის დირექტორმა, რუსეთის ცენტრალური ბანკის მონაცემებზე დაყრდნობით აღნიშნა, რომ ყოველწლიურად რუსეთიდან გაედინება 31 მლრდ ფუნტი სტერლინგი.
„დიდი ბრიტანეთის საცხოვრებელი სექტორი – ყველაზე მთავარი რისკის ზონაა კორუფციისთვის და ფულის გათეთრებისთვის. ეს განსაკუთრებით ეხება ლონდონის ელიტურ საცხოვრებელ სექტორს. რუსები და აღმოსავლეთ ევროპელები წამყვანი ინვესტორები არიან ამ სეგმენტში. საკმაოდ ადვილია საცხოვრებლის შეძენა, თუ შექმნი კონფიდენციალურ კომპანიას. იმ პირებს, რომელთა მიმართ გახსნილია სისხლის სამართლის საქმეები, შეუძლიათ ასე დაიძვრინონ თავი სანქციებისგან“ – თქვა მაქსველმა.
„36 ათასი სახლი ლონდონში ნაყიდია საიდუმლო კომპანიების მიერ. ეს ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენს ფულის გათეთრების სახით. ჩვენ არ ვიცით „ჭუჭყიანი ფულის“ რა რაოდენობის თანხები შემოდის რუსეთიდან ინგლისში. ამ მხრივ, ლონდონი მეტად მიმზიდველია“ – აღნიშნა ექსპერტმა.
როგორც Financial Times რეგისტრაციის ცენტრზე დაყრდნობით წერს, საიდუმლო კომპანიების მეშვეობით ინგლისში შეძენილი საცხოვრებელი სექტორის საერთო თანხა 122 მლრდ ფუნრ სტერლინგს შეადგენს.
წყარო:

banner
წინა სტატიაშირესპუბლიკურ პარტიას” კვლავ ხათუნა სამნიძე უხელმძღვანელებს
შემდეგი სტატია„თურქეთი არავის მიწებს არ ხელყოფს და არც შეუძლია“