რუსეთი მიიწევს აღმოსავლეთით და სროლას აგრძელებს მარიუპოლის “აზოვსტალის” მიდამოებშიც

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიან აგრესიას აგრძელებს, მიიწევს აღმოსავლეთით და სროლას აგრძელებს მარიუპოლის “აზოვსტალის” მიდამოებშიც.

გენშტაბის ცნობით, მტერი აღმოსავლეთის ოპერატიულ ზონაში გაერთიანებული ძალების დასამარცხებლად, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებზე სრული კონტროლის დასამყარებლად და დროებით ოკუპირებული ყირიმისკენ სახმელეთო მარშრუტის უზრუნველსაყოფად მიიწევს.

მათივე ცნობით, რუსული ძალები შეტევას აგრძელებენ, თუმცა ზოგიერთ რეგიონში მცდელობები წარუმატებელი აღმოჩნდა, მათ შორის ხარკოვში.

banner
წინა სტატიაში24 აპრილს უკრაინის არმიამ დონბასში რუსეთის საოკუპაციო ძალების შვიდი შეტევა მოიგერია
შემდეგი სტატიასერგეი ვოლინა: აზოვსტალის ქარხანას თავს ასობით მშვიდობიანი მოქალაქე, ქალები და ბავშვები აფარებენ. ისინი ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშე არიან რადგან მარიუპოლში არაა წყლის, საკვების და სხვა პირველადი საჭიროების მოხმარების ნივთების მარაგი