რუსეთი მარიუპოლში მყოფი უკრაინელი ჯარისკაცების გადასარჩენად უკრაინის არც ერთ შეთავაზებას არ თანხმდება

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთი მარიუპოლში მყოფი უკრაინელი ჯარისკაცების გადასარჩენად უკრაინის არც ერთ შეთავაზებას არ თანხმდება.

„მარიუპოლში არიან ქალაქის მცველები. ისინი აზოვსტალის ტერიტორიაზე წინააღმდეგობის გაწევას აგრძელებენ. ჩვენ ვიყენებთ ყველა დიპლომატიურ შესაძლებლობას მათ გადასარჩენად, მაგრამ რუსეთი ჯერ ჯერობით ბევრი შეთავაზებული ვარიანტიდან არც ერთს თანხმდება“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის ლიდერმა აღნიშნა, რომ უკრაინის მთავრობამ პარტნიორებს საჭირო იარაღი სთხოვა, რათა მარიუპოლის განბლოკვა მომხდარიყო და ქალაქიდან სამხედროები და მშვიდობიანი მოქალაქეები გამოეყვანათ.

„მაგრამ ის იარაღი და იმ რაოდენობით, რაც საჭიროა მარიუპოლის განბლოკისთვის, ჩვენ ჯერ არ გვაქვს“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

banner
წინა სტატიაშილეგენდარული პოლკი “აზოვი” დაჭრილი მებრძოლების ფოტოებს ავრცელებს
შემდეგი სტატიაუკრაინამ პირველი 11 Mi-17 ვერტმფრენი შეერთებული შტატებიდან მიიღო