რუსეთი მარიუპოლში იმავე ტაქტიკას იყენებს, რასაც ჩეჩნეთსა და სირიაში იყენებდა – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რუსი ოკუპანტები, მარიუპოლში იმავე ტაქტიკას იყენებენ, რასაც ადრე ჩეჩნეთსა და სირიაში.

​”მარიუპოლის დასახლებული ტერიტორიების დაბომბვა, მსგავსია რუსეთის მიდგომისა ჩეჩნეთთან, 1999 წელს და სირიასთან 2016 წელს. მიუხედავად რუსეთის თავდაცვის სამინისტროს 2022 წლის 24 თებერვლის განცხადებისა, რომ რუსეთი არც ქალაქებს დაარტყამს და უკრაინის მოსახლეობის სიცოცხლეს საფრთხეს არ შეუქმნის, ისინი ამას მაინც აკეთებენ. რუსეთის მიერ, მარიუპოლის აღების მცდელობის გამო, ადგილობრივი მოსახლეობის მნიშვნელოვანი რაოდენობა დაიღუპა და განადგურდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დიდი ნაწილი”, – წერია განცხადებაში

banner
წინა სტატიაშიპაპუაშვილი – საქართველოს გამოვლილი აქვს სამი ომი, სადაც ჩართული იყო რუსეთი, შესაბამისად, განსაკუთრებული მგრძნობიარობა გვაქვს რაიმე პრეტენზიაზე, სადაც იქნება მინიშნება, თითქოს რუსეთთან გვერდითი მოლაპარაკებები არსებობს
შემდეგი სტატიაზედიზედ მეორე დღეა საევაკუაციო დერეფნები არ იხსნება – ვერეშჩუკი