რუსეთი კვლავ გეგმავს, რომ 9 მაისს გამოაცხადოს სრულფასოვანი ომი – შმიგალი

უკრაინის პრემიერმინისტრი, დენის შმიგალი ამბობს, რომ რუსეთი ისევ გეგმავს 9 მაისს სრულფასოვანი ომი გამოაცხადოს უკრაინის წინააღმდეგ. მისი თქმით, თუ სცენარი ასეთი მიმართულებით განვითარდა, ეს იქნება კიდევ ერთი დადასტურება, რომ რუსეთი ეომება ცივილიზებულ სამყაროს.

“ჩვენი პარტნიორების სადაზვერვო ინფორმაციით, რუსეთი კვლავ გეგმავს, რომ 9 მაისს გამოაცხადოს სრულფასოვანი ომი, თუ სცენარი ასეთი მიმართულები განვითარდება, ეს იქნება კიდევ ერთი დადასტურება, რომ რუსეთი ეომება ცივილიზებულ სამყაროს. უკრაინა ბოლომდე დაიცავს საკუთარ თავისუფლებას და ქვეყნის სუვერენიტეტს”, – თქვა შმიგალმა.

banner
წინა სტატიაშირუსეთი აღარ არის სანდო პარტნიორი, ევროკავშირის ადგილი უკრაინის გვერდითაა – ლაიენი
შემდეგი სტატიათიბისი Wings for Life World Run 2022-ის მხარდამჭერია