რუსეთი “კროკუს სითი ჰოლზე” თავდასხმაში უკრაინას ადანაშაულებს. საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა ოფიციალური განცხადება, სადაც წერია, რომ საკონცერტო დარბაზში სისხლისმღვრელი ტერაქტი უკრაინელებმა ჩაიდინეს.
ლავროვის უწყება ირწმუნება, რომ ამის დამადასტურებელი მტკიცებულებებიც გააჩნიათ, ამიტომ მოსკოვი ს მოთხოვნას უყენებს: რუსეთი უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მეთაურის ვასილი მალიუკის გადაცემას ითხოვს.
ლავროვის სამინისტროს გავრცელებულ განცხადებაში “კროკუს სითი ჰოლზე” განხორციელებულ თავდასხმას, რის შედეგადაც 130-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ალექსანდ დუგინის შვილის, დარია დუგინას სიკვდილს ადარებენ.