რუსეთი კოსმოსში ბირთვულ იარაღის განთავსებას გეგმავს – ენტონი ბლინკენის, ჩინეთისა და ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დეტალები

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ჩინეთისა და ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან იმის ალბათობა განიხილა, რომ რუსეთი კოსმოსში განათავსებს ბირთვულ იარაღს და მათ მოუწოდა, გავლენა მოეხდინათ მოსკოვზე, – იუწყება The New York Times.

ვანგ იისა და სუბრაჰმანიამ ჯაიშანკართან შეხვედრისას აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ სწორედ ჩინეთისა და ინდოეთის ლიდერებმა, სი ძინპინმა და ნარენდრა მოდიმ უნდა გადაარწმუნონ ვლადიმერ პუტინი, რომ უარი თქვას კატასტროფისკენ მიმავალი ნაბიჯის გადადგამზე. კერძოდ, ბლინკენმა აღნიშნა, რომ ნებისმიერი ბირთვული აფეთქება კოსმოსში გაანადგურებს არა მხოლოდ ამერიკულ, არამედ, ჩინურ და ინდურ თანამგზავრებსაც. უფრო მეტიც, ასეთი იარაღის გამოყენებამ შეიძლება, ხელი შეუშალოს გლობალურ საკომუნიკაციო სისტემებს, რაც გამოიწვევს შეფერხებას ყველა სფეროში, სასწრაფო დახმარების და მობილური კომუნიკაციების სერვისებზე.
გარდა ამისა, აფეთქების ნამსხვრევები ყველა თანამგზავრისთვის ნავიგაციას გაართულებს ან შეუძლებელს გახდის, – წერს NYT.

გაურკვეველია, რა ინფორმაცია გაუზიარა ბლინკენმა საგარეო საქმეთა მინისტრებს. NYT აღნიშნავს, რომ აშშ-ს დაზვერვის ზოგიერთი წარმომადგენელი წინააღმდეგი იყო სხვა ქვეყნებისთვის დაზვერვის ინფორმაციის გაზიარების, მაგრამ სხვები თვლიდნენ, რომ „საფრთხის სერიოზულობაში დასარწმუნებლად“ საჭიროა ინფორმაციის გაზიარებას ინდოეთსა და ჩინეთთან.

ამერიკულმა დაზვერვამ ახალი იარაღის შემუშავების შესახებ 2022 წლის დასაწყისში შეიტყო, რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებული რამდენიმე საიდუმლო თანამგზავრის გაშვების შემდეგ. დაზვერვის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ რუსეთი ავითარებს კოსმოსურ ბირთვულ იარაღს, რადგან პუტინი დარწმუნებულია, რომ არც ერთი მისი მოწინააღმდეგე, მათ შორის შეერთებული შტატები, არ ჩაერთვება რუსეთთან პირდაპირ კონფრონტაციაში, თუკი გლობალური კომუნიკაციების საფრთხე დაემუქრება. ამავდროულად, ამერიკელი ოფიციალური პირები მიიჩნევენ, რომ რუსეთის მიერ ასეთი იარაღის განლაგების შემთხვევაშიც კი ნაკლებად სავარაუდოა მისი გამოყენება, თუმცა ისინი შიშობენ, რომ სხვა ქვეყნებმა, მაგალითად, ჩრთილოეთ კორეამ, შეიძლოა, მიბაძოს რუსეთის ფედერაციას.

banner
წინა სტატიაშირუსეთში სიყვარულის, გახსნილობისა და სექსუალობისადმი მიძღვნილი Amour Party ნიღბიანებმა დაარბიეს
შემდეგი სტატიაჯო ბაიდენი აცხადებს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები იძულებულები იყვნენ, გასულიყვნენ ავდეევკიდან საბრძოლო მასალის დანაკლისისა და აშშ-ის კონგრესის უმოქმედობის გამო