“რუსეთი კლავს”, “რუსეთი ოკუპანტია” – აქცია იუსტიციის სახლთან

“რუსეთი კლავს”, “რუსეთი ოკუპანტია” – ამ შინაარსის ბანერები, იუსტიციის სახლთან მდებარე ხიდზე გადმოფინეს. აქცია -პრესფორმანსს, ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრები მართავენ. ისინი კრემლის ქმედებებს აპროტესტებენ. აქციის მონაწილეების განცხადებით, რუსეთი საქართველოსთან ომს 11 წლის შემდეგაც აგრძელებს და ამის დადასტურებაა ის მავთულხლართები, რომელიც საოკუპაციო ხაზთანაა გავლებული.

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 11 წელი გავიდა. 2008 წლის ჯერ კიდევ 5 აგვისტოს როკის გვირაბის ჩრდილოეთით, რუსეთის მხარეს სამხედრო მძიმე ტექნიკის ათასობით ერთეული და ათასობით ჯარისკაცი იყო მობილიზებული და საქართველოში შემოსვლას ელოდებოდა. მათ ნაწილს კი გვირაბი უკვე გადმოკვეთილი ჰქონდა და საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფებოდა.

მიუხედავად ამისა, კრემლი დღესაც ამტკიცებს, რომ 8 აგვისტოს იძულებული გახდა ცხინვალის მოსახლეობა ქართველებისგან დაეცვა. 5 დღიანი ომის შედეგად საქართველოს 100 ათასზე მეტი მოქალაქე გახდა დევნილი, დაიჭრა 1800-მდე ადამიანი, დაიღუპა 170 ქართველი სამხედრო, 14 პოლიციელი და 300-მდე სამოქალაქო პირი.

banner
წინა სტატიაშილარი დოლართან მიმართებით კვლავ გაუფასურდა
შემდეგი სტატიაევროკავშირის წარმომადგენლობა რუსეთსა და საქართველოს შორის კონფლიქტის 11 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს