20.5 C
Tbilisi
კვირა, ივნისი 14, 2026
banner

რუსეთი ყველა საფრთხის პირველწყაროა – უკრაინისა და ლატვიის პრეზიდენტების შეხვედრის დეტალები

“შევხვდი ლატვიის პრეზიდენტს, ედგარს რინკევიჩსს. უპირველეს ყოვლისა, ჩვენი ყურადღება მიმართულია უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობაზე. იმედს ვიტოვებთ, რომ ლატვიასთან გავაფორმებთ შეთანხმებას Drone Deal-ის ფორმატში, რათა შეიქმნას ცის დაცვის მრავალდონიანი სისტემა სხვადასხვა ტიპის საფრთხეებისგან. ბატონ პრეზიდენტს სწორედ ასეთი თანამშრომლობა შევთავაზე”,_ ამის შესახებ სოციალურ ქსელში უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი წერს.

“ჩვენ ლატვიაში გავაგზავნით ჩვენს ექსპერტებს გამოცდილების გასაზიარებლად და საჰაერო სივრცის დაცვაში უშუალო დახმარების აღმოსაჩენად. მნიშვნელოვანია ერთობლივი მუშაობა ევროპის თავდაცვის გასაძლიერებლად.

ვისაუბრეთ რეგიონში არსებულ უსაფრთხოების ზოგად ვითარებაზეც. ყველა გამოწვევისა და საფრთხის პირველწყარო რუსეთი და მისი აგრესიაა. მადლობელი ვარ, რომ ამ საკითხში საერთო პოზიცია გვაქვს.

განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ დიპლომატიურ მუშაობასა და უკრაინის ევროპულ ინტეგრაციას. მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მალე გაიხსნას ყველა მოლაპარაკების კლასტერი და ახლა ამისთვის კარგი შესაძლებლობები არსებობს. ლატვია თანმიმდევრულად გვიჭერს მხარს ამ საკითხში და ამისთვის მადლიერი ვარ”,_ წერს ზელენსკი.

banner
წინა სტატიაშიუკრაინამ და ლიეტუვამ დრონების შეთანხმება გააფორმეს
შემდეგი სტატიახაჯალია–სუფსის საავტომობილო გზაზე ორივე მიმართულებით მოძრაობა იზღუდება – გზების დეპარტამენტი