რუსეთი კავკასიის რეგიონზე გავლენის გავრცელებას ცდილობს – ქეთევან ციხელაშვილი

„ფაქტობრივად, რუსულ სივრცეში მოქცევაზეა საუბარი,“ – ასე აფასებს საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ქეთევან ციხელაშვილი რუსეთის პრეზიდენტის ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტს.

„რუსეთის პრეზიდენტმა მოკლე ვიზიტის ფარგლებში თავადვე აღნიშნა, რომ რუსეთის გაერთიანებული სამხედრო ბაზა ოკუპირებულ აფხაზეთში არის მთავარი იმისთვის, რომ გამოიყენოს ინსტრუმენტად მთლიანად კავკასიის რეგიონზე გავლენის გასავრცელებლად. ფაქტობრივად, ამ სამხედრო და პოლიტიკური ინტერესის მძევალია მთლიანად საზოგადოება, რომელიც დღეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცხოვრობს, განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

მინისტრის განცხადებით, რუსეთი სრული კონტროლის მოპოვებას ცდილობს.

„გარდა ამისა, საუბარი იყო სხვადასხვა სფეროზე, ე.წ. თანამშრომლობაზე, რაც რეალურად წარმოადგენს რუსეთის მზარდ კონტროლს და ექსკლუზიურ კონტროლს საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროზე. ფაქტობრივად, რუსულ სივრცეში მოქცევაზეა საუბარი,“ – აცხადებს ქეთევან ციხელაშვილმა.

ვლადიმერ პუტინის ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტი დასრულდა. ერთდღიანი სტუმრობის ფარგლებში რუსეთის პრეზიდენტი ოკუპირებული ტერიტორიის ე.წ. პრეზიდენტს, რაულ ხაჯინბას შეხვდა და მათ შორის სხავადასხვა ე.წ. შეთანხმება გაფორმდა.

banner
წინა სტატიაშირა სამუშაოები ჩატარდება მთაწმინდის დამწვარ ფერდობზე, ტერიტორიის შესწავლის შემდეგ გახდება ცნობილი
შემდეგი სტატიარუხში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა