რუსეთი ჯარს ფსიქიკურად დაავადებული ახალგაზრდებით ავსებს – უკრაინის უშიშროების სამსახური

უკრაინის უშიშროების სამსახურმა ოკუპანტისა და მისი დედის საუბარი მოისმინა. სატელეფონო საუბრის მეშვეობით დგინდება, რომ რუსეთი ჯარს ფსიქიკურად დაავადებული ახალგაზრდებით ავსებს.

ოკუპანტი დედას ეუბნება, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები დიდ ზარალს აყენებენ რუსულ არმიას. ხოლო რიგების შესავსებად არმია ფსიქიკურად დაავადებულ ახალგაზრდებს იღებს.

„მხოლოდ ფსიქოპათებს შეუძლიათ ჩაიდინონ ისეთი სისასტიკე, რომელიც ვნახეთ ბუჩაში, ირპენში, მარიუპოლში და უკრაინის სხვა ქალაქებში… ამის პატიება შეუძლებელია“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

უშიშროების სამსახურში აცხადებენ, რომ რუსი დამპყრობლები აუცილებლად აგებენ პასუხს ყველა იმ დანაშაულზე, რაც მათ ჩაიდინეს უკრაინის მიწაზე.

banner
წინა სტატიაშიუკრაინას მოსკოვთან მოლაპარაკებები არ სჭირდება – ლავროვი
შემდეგი სტატიაქართველები უკრაინას მხარს უჭერენ, მათი მთავრობა კი ყოყმანობს – The Economist-ის სტატია