რუსეთი ისრაელს თვითმფრინავების ჩამოგდებით დაემუქრა

რუსული წყაროს ცნობით, რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობამ გააფრთხილა ისრაელის სამხედრო საჰაერო ძალები, მას შემდეგ რაც მისი თვითმფრინავები სირიის ლიბანთან მოსაზღვრე, რუსების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გამოჩნდნენ..
,,ჩვენ არ მივცემთ უფლებას ისრაელს შეიჭრას სირიაში და ჩამოვაგდებთ მის თვითმფრინავებს, თუ ისინი სირიის ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებებში ჩაერევიან,, აცხადებს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო.
ისრაელის თავდაცვის უწყებამ ადრე არაერთხელ განაცხადა, რომ მისი თვითმფრინავების ლიბან-სირიის საზღვარზე პატრულირების მიზანი, ირანელი სამხედროების მიერ ,,ჰეზბოლას,, ტერორისტული ორგანიზაციისთვის იარაღის უკანონო მიწოდების აღკვეთაა.

banner
წინა სტატიაშიგერმანიის შემდეგ, საფრანგეთიც ზრდის უსაფრთხოების ზომებს
შემდეგი სტატიაერდოღანმა სცადა აეხსნა… რატომ მოკლეს ელჩის მკვლელი…?