რუსეთი ჰააგის სასამართლოსთან თანამშრომლობას არ აპირებს

დასავლეთისთვის ძალების დემონსტრირება შესაძლებელია რუსეთს შიდა სტაბილურობის დაკარგვის ფასი დაუჯდესრუსეთი ჰააგის სისხის სამართლის სასამართლოს მიერ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ჩადენილი სამხედრო დანაშაულების გამოძიებაში მონაწილეობას ვერ მიიღებს, ვინაიდან რომის სტატუტის რატიფიცირება არ განუხორციელებია, – ამის შესახებ სააგენტო “ინტერფაქსი” რუსეთის იუსტიციის სამინისტროზე დაყრდნობით წერს.

“2016 წლის 1 თებერვლის მდგომარეობით, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის სტატუტი რუსეთის ფედერაციის მიერ რატიფიციურებული არ არის და ძალაში არ შესულა”, – ნათქვამია რუსეთის იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახურის განცხადებაში. ჰააგის სასამართლოს იურისდიქციას 1988 წლის 17 ივლისის რომის სტატუტი განსაზღვრავს. რუსეთმა რომის სტატუტს 2000 წელს მოაწერა ხელი, თუმცა მისი რატიფიცირება არ მოუხდენია.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ პროკურატურის მიერ 2008 წლის კონფლიქტის დროს ჩადენილი შესაძლო სამხედრო დანაშაულების გამოძიების ჩატარების ნებართვა 27 იანვარს გასცა. რამდენიმე დღის წინ ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მზად არის ჰააგის გამოძიებას ხელი შეუწყოს.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების მიმართვა
შემდეგი სტატიაWhatsApp-ის აქტიურმა მომხმარებელმა მილიარდს მიაღწია