რუსეთი ღაზას 27 ტონა ჰუმანიტარულ დახმარებას უგზავნის

რუსეთი ღაზას 27 ტონა ჰუმანიტარულ დახმარებას უგზავნის, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, რუსეთმა ღაზას სექტორის მოსახლეობას 27 ტონა ჰუმანიტარულ დახმარება, ძირითადად სურსათი გაუგზავნა.

„სპეციალური თვითმფრინავი აფრინდა რამენსკოეში მდებარე აეროპორტიდან ეგვიპტის ქალაქ ელ-არიშის მიმართულებით. რუსული ჰუმანიტარული დახმარება გადაეცემა „ეგვიპტურ წითელ ნახევარმთვარეს“, რათა ღაზის სექტორში გაიგზავნოს“, – ნათქვამია რუსეთის საგარო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიჩვენ გვინდა ვიყოთ და ვართ რუსული სამყაროს ნაწილი – შამბა
შემდეგი სტატიათუ გონს არ მოეგება, კიდევ უარესი ელოდება – მაჭარაშვილი პრეზიდენტზე