8.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, ნოემბერი 11, 2026
banner

რუსეთი გეგმავს, სამხედროების 2026 წლის დეკემბრის ხელფასი 2027 წლის იანვრამდე გადაავადოს

რუსეთი გეგმავს, რომ სამხედროების 2026 წლის დეკემბრის ხელფასი 2027 წლის იანვრამდე გადაავადოს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Moscow Times ავრცელებს.

მათი ცნობით, ინიციატივა თავად თავდაცვის სამინისტროს ეკუთვნის. დამტკიცების შემთხვევაში, ეს ნაბიჯი დაარღვევს მრავალწლიან ტრადიციას, რომლის მიხედვითაც სამხედროები კუთვნილ ანაზღაურებას კალენდარული წლის დასრულებამდე იღებდნენ.

როგორც გამოცემა The Moscow Times იტყობინება 30 ოქტომბერს, მსგავსი ცვლილება ბოლო 18 წლის განმავლობაში პირველად დაფიქსირდება

banner
წინა სტატიაშიაშშ-ში სახლების ძარცვის ბრალდებით საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს
შემდეგი სტატიაევროკავშირი უკრაინას 8.04 მილიარდ ევროს გამოუყოფს