,,რუსეთი გაგიჟდა… ის ბოროტ სულებს ძეგლს უდგამს,,

14625484_658322467661277_1805281588_nცნობილი რუსი კინორეჟისორი პაველ ლუნგინი, რუსეთის ისტორიაში ივან გროზნის პირველი ძეგლის გახსნას ქვეყნის გაგიგიჟებად და ბოროტი სულის გამოძახებად მიიჩნევს…
,,ივან გროზნიზე უკვე პრაქტიკულად ყველაფერი ცნობილია. ის შვილის მკვლელი, ცოლის მკვლელი და შვილიშვილის მკვლელი იყო.. მეფე რომელიც ადამიანთა წამებაში პირადად ღებულობდა მონაწილეობას… ლოცვას წყვეტდა და პირადადა კარნახობდა ჯალათებს, ვინ და როგორ უნდა ეწამებინათ. უფრო მეტიც, მმართველობის ბოლო 20 წლის მანძილზე მან წააგო ყველა ბრძოლა და მისი ეპოქა რუსეთის ორად გაყოფას და სამოქალაქო ომს უკავშირდება,, აცხადებს კინორეჟისორი, რომელიც თანამედროვე რუსულ საზოგადოების ამორალურ ღირებულებებზე და სიგეჟიმდე მისულ იდეებზე საუბრობს.
,,ისმის კითხვა, რუსეთი გაგიჟდა? რატომ სურს მის საზოგადოებას 5 საუკუნის მერე ბოროტმოქმედის განდიდება?,, კითხულობს რუსი ხელოვანი და პასუხად ეიზენშტეინის მეტაფორა მოჰყავს, რომლის მიხედვითაც ,,ივან გროზნის განდიდება სტალინის მმართველობაზე ოცნებაა,,.
,,ეს ყველაფერი ნიშნავს იმას, რომ ჩვენ საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი ხალხს ყოფს თავისიანებად და სხვისიანებად… ჯალათებად და მსხვერპლად… და საზოგადოების ამ ნაწილს თავისი თავი ჯალათთა რიგებში წარმოუდგენია,, აცხადებს რუსი რეჟისორი.
პაველ ლუნგნინი თავის ბლოგში რუსეთის საზოგადოებას აფრთხილებს… ,,ისტორიას წინასწარ ვერავინ განსაზღვრავს. ის გაცილებით უფრო რთულია. ტყუილად თვლიან რომ მათ ჯალათის როლში მომავალი გარანტირებული აქვთ. იფიქრონ საკუთარ ცხოვრებაზე, შვილებზე და თანამედროვეებზე. მინდა ისინი გავაფრთხილო: ნუ გამიძახებთ ბოროტ სულს! ცეცხლთან ნუ თამაშობთ! ეს სახიფათო თამაშია, რომლის მსხვერპლიც თქვენ თვითონ შეიძლება აღმოჩნდეთ!,,

 

,,თაიმერის,, ანალიტიკური სამსახური.

banner
წინა სტატიაშიISIS-მა საკუთარი ორგანიზაციის 58 მეთაური დახოცა
შემდეგი სტატია,,მოტოროლა,, ლიკვიდირებულია…