რუსეთი გაეროს რეზოლუციაზე ყირიმის შესახებ კომენტარს აკეთებს

გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციაზე, რომელიც უკრაინის ყირიმს ეხება და რომლის მიხედვითაც რუსეთს ოკუპანტი ქვეყნის სტატუსი მისცეს, რუსეთის სახელმწიფო დუმის წევრი პაველ შპეროვი აკეთებს განცხადებას. “როცა გადაწყვეტილებას იღებენ ადამიანები, რომლებიც ერთხელაც არ არიან ნამყოფი ყირიმში და არ იციან სიტუაცია, ეს უბრალოდ, ველურობაა” – თქვა დეპუტატმა, რომლის აზრითაც, გაეროს რეზოლუციაში მოყვანილი ფაქტები მეტწილად გამოგონილია.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, 19 დეკემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 65-ე პლენატურ სხდომაზე “ყირიმის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ქალაქ სევასტოპოლში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ” რეზოლუცია მიიღო.

დოკუმენტში გაერო იყენებს ფორმულირებას “უკრაინის ტერიტორიების – ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკისა და ქალაქ სევასტოპოლის რუსეთის ფედერაციის მიერ დროებითი ოკუპაცია”. რუსეთის სტატუსია სახელმწიფო-ოკუპანტი. რეზოლუციაში გამოყენებულ ფორმულირებებს დიდი მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ არსებულის პროლონგაციისათვის, არამედ, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემოსაღებად იმის გამო, რომ ის ყირიმში სერიოზულად არღვევს ადამიანის უფლებებს.
რეზოლუციის თანაავტორია 32 ქვეყნის დეეგაცია, მათ შორის აშშ.

banner
წინა სტატიაშიგერმანიის ქალაქ ვისბადენში სროლა იყო
შემდეგი სტატია21 დეკემბერს ერთი დოლარის ოფიციალური ფასი 2.7831 ლარი იქნება