რუსეთი გაანადგურებს ყველა საჰაერო საფრთხეს, რომელიც ასადის არმიას დაემუქრება

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ოფიციალური განცხადება გააკეთა იმასთან დაკავშირებით, რომ რუსი სამხედროები გაანადგურებენ ყველა საჰაერო საფრთხეს, რომელიც სირიაში ასადის არმიას შეიძლება დაემუქროს – თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა იგორ კანაშენკომ განაცხადა. მისი თქმით, მნიშვნელობა არა აქვს საფრთხე ვისგან წამოვა, მათ შორის, იქნება თუ არა ის აშშ-სგან.

საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი С-300 რუსეთმა სირიაში რამდენიმე დღის წინ გადაისროლა.

დღესვე გავრცელდა, რომ სირიის საკითხებზე გაეროში მუდმივმა წარმომადგენელმა სტეფან დე მისტურას განცხადებით, თუკი ალეპოში ავიადარტყმები არ შეწყდება, წლის ბოლომდე შესაძლებელია ქალაქი სრულიად გაცამტვერდეს.

banner
წინა სტატიაში“შსს-ს ყველა თანამშრომელი გადასულია მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე”
შემდეგი სტატიაშალვა ხუციშვილი: შსს-ს ყველა თანამშრომელი გადასულია მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე