რუსეთი ევროპისთვის ჩრდილოეთის ნაკადი 1-ით გაზის მიწოდებას დროებით წყვეტს

11 ივლისიდან რუსეთი ევროპისთვის ბუნებრივი აირის უმსხვილესი მიმწოდებელი გაზსადენით, ჩრდილოეთის ნაკადი 1-ით გაზის მიწოდებას წყვეტს. მიწოდება სავარაუდოდ, 10 დღით შეჩერდება, თუმცა დასავლეთში ეჭვობენ, რომ უკრაინაში ომის გამო რუსეთმა შესაძლოა, ტექნიკური სამუშაოები და შესაბამისად, ბუნებრივი აირის მიწოდება გააჭიანუროს. კრემლში აცხადებენ, რომ გათიშვა რეგულარულად ხდება.

ჩრდილოეთ ნაკადი 1 ბალტიის ზღვაზე გადის და ის ყოველწლიურად რუსეთიდან გერმანიაში 55 მილიარდ კუბურ მეტრს გზავნის. გაზსადენით არა ერთი ევროპული ქვეყანა მარაგდება.

გასულ თვეში რუსეთმა ჩრდილოეთ ნაკადი 1-ით ბუნებრივი აირის მიწოდება 40%-ით შეამცირა, ამის მიზეზად კი თქვა, რომ კანადამ დააგვიანა დაებრუნებინა ტურბინები, რომელსაც არემონტებდნენ.

რამდენიმე დღის წინ კანადა დათანხმდა ტურბინების დაბრუნებას, თუმცა ასევე განაცხადა, რომ ის რუსეთის ენერგეტიკის სექტორზე სანქციებს გააფართოებს.

ბუნებრივი აირის შეწყვეტასთან დაკავშირებით გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა, რობერტ ჰებეკმაც ისაუბრა. მისი თქმით, გასაკვირი არ უნდა იყოს, თუ რუსეთი ბუნებრივი აირის მიწოდებას შეწყვეტს და ამის მიზეზად ტექნიკურ შეფერხებას დაასახელებს.

“იმ პატერნზე დაყრდნობით, რაც გვინახავს, არ იქნება გასაკვირი რაიმე პატარა, ტექნიკური დეტალი აღმოაჩინონ და შემდეგ თქვა, რომ ახლა ხელახლა ვეღარ ჩავრთავთო”, – თქვა მან.

კრემლის პრესსპიკერი, დმიტრი პესკოვი უარყოფს, რომ რუსეთი ნავთობსა და გაზს პოლიტიკური ზეწოლისთვის იყენებს. მისი თქმით, ტექნიკური გათიშვა რეგულარული, დაგეგმილი ღონისძიებაა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში კიდევ ერთი, მეოთხე მიწისძვრა მოხდა
შემდეგი სტატიასაქართველოში მეხუთე მიწისძვრა მოხდა