რუსეთი ევროკავშირთან სამხედრო თანამშრომლობაზე მზაობას გამოთქვამს

მოსკოვი ევროკავშირთან მნიშვნელოვან საკითხებზე დიალოგისთვის მზაობას გამოთქვამს, მათ შორის, საუბარია სამხედრო თანამშრომლობაზე – ამის შესახებ ევროკავშირში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა ვლადიმირ ჩიჟოვმა გერმანულ Die Welt-თან საუბარში განაცხადა, რომელიც დღეს გამოქვეყნდა.
“სავსებით შესაძლებელია, რომ რუსეულმა არმიამ ევროკავშირის ოპერაციებში მიიღოს მონაწილეობა, როგორც ამას მესამე ქვეყნები აკეთებენ” – განაცხადა მაღალჩინოსანმა.
მისი თქმით, მოსკოვი და ბრიუსელი ბევრ საკითხებში თანამშრომლობენ, მათ შორის სომალიში პირატების წინააღმდეგ, ჩადის ოპერაციაში და ბალკანეთზე. ჩიჟოვის თქმით, ევროკავშირი რუსეთისათვის მთავარ პარტნიორად რჩება.

banner
წინა სტატიაში“ბიუჯეტი გვაჩვენებს, რომ მომავალ წელს ჩვენი მოსახლეობა უარესად იცხოვრებს”-წერეთელი
შემდეგი სტატიაამოკითხვა – უკრაინელები ახალ მაიდანს ელოდებიან