რუსეთი დონბასში საბრძოლველად 20 000-მდე დაქირავებულს აგზავნის – The Guardian

რუსეთი დონბასში საბრძოლველად სირიიდან, ლიბიიდან და სხვა ქვეყნებიდან 20 000-მდე დაქირავებულს აგზავნის, – ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინული მედია Guardian-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

ოფიციალური პირის თქმით, აღმოსავლეთ უკრაინაში დაქირავებულთა რაოდენობა 10 000-დან 20 000-მდე მერყეობს.

„რაც შემიძლია გითხრათ არის ის, რომ ჩვენ რეალურად ვნახეთ გადაადგილება ამ ტერიტორიებიდან, სირიიდან და ლიბიიდან, დონბასის აღმოსავლეთ რეგიონისკენ და ეს ბიჭები ძირითადად ქვემეხებად გამოიყენება უკრაინის წინააღმდეგ. ისინი ქვეითები არიან. მათ ჰყავთ მძიმე ტექნიკა ან სატრანსპორტო საშუალებები“, – განაცხადა ჩინოვნიკმა.

ყოფილ სირიელ ჯარისკაცებს უკრაინაში საომარ მოქმედებებში მონაწილეობისთვის 600-დან 3 ათას დოლარამდე სთავაზობდნენ, წოდებისა და გამოცდილების მიხედვით. „ვაგნერმა“ უკრაინაში გადაიყვანა თავისი მებრძოლების უმეტესობა, რომლებიც იბრძოდნენ ლიბიაში.

ოფიციალური პირის თქმით, დაქირავებული ჯარისკაცებით, რუსეთი ცდილობს აღმოსავლეთ უკრაინის რაც შეიძლება დიდი ნაწილის ხელში ჩაგდებას.

banner
წინა სტატიაშისაგარეო საქმეთა სამინისტროში გერმანიაში საქართველოს ელჩის ლევან იზორიას წიგნის პრეზენტაცია გაიმართა
შემდეგი სტატიარუმინეთის, სლოვენიის, მონტენეგროს, ხორვატიის და სერბეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელები ილია დარჩიაშვილს საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავენ