25.5 C
Tbilisi
სამშაბათი, ივლისი 14, 2026
banner

რუსეთი დიზელის ექსპორტს კრძალავს და საწვავის იმპორტს იწყებს

რუსეთის სახელმწიფო პროპაგანდისტული საინფორმაციო სააგენტო РИА Новости ინფორმაციას ავრცელებს, რომ რუსეთი დიზელის ექსპორტს კრძალავს და საწვავის იმპორტს იწყებს..

რუსეთის ვიცე-პრემიერმა ალექსანდრ ნოვაკმა აკრძალვის შესახებ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე განაცხადა – „დღეს ჩვენ შემოვიღეთ აკრძალვა დიზელის საწვავის ექსპორტზე, რაც საშუალებას მოგვცემს გავზარდოთ მიწოდება შიდა ბაზარზე.“ – თქვა ნოვაკმა და დაამატა, რომ რუსეთი მიმდინარე თვეში სხვა ქვეყნებიდან საწვავის იმპორტს დაიწყებს.

რუსეთში საწვავის შიდა დეფიციტი გამოწვეულია ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების გაჩერებითა და დაუგეგმავი რემონტებით, რაც უკრაინული დრონების დარტყმებს მოჰყვა. აპრილში რუსეთმა აკრძალა ბენზინის ექსპორტი – ეს შეზღუდვა ივლისამდე უნდა გაგრძელებულიყო.

რუსეთის რამდენიმე რეგიონში საწვავის გაყიდვაზე წესდება შეზღუდვა იმის მიხედვით, ავტომობილის სარეგისტრაციო ნომერი კენტი ციფრით იწყება თუ ლუწით; ამ გზით ხელისუფლება ავტოგასამართ სადგურებთან გრძელი რიგების შემცირებას ცდილობს. რუსეთი ასევე აწარმოებდა მოლაპარაკებებს ყაზახეთთან დაახლოებით 50,000 მეტრული ტონა АИ-92 მარკის ბენზინის იმპორტზე, რათა შეემსუბუქებინა შიდა დეფიციტი, რომელიც ქარხნების გაჩერებამ და გაუთვალისწინებელმა ტექნიკურმა მომსახურებამ გამოიწვია.

banner
წინა სტატიაშივიკა ფილფანი: „ქართულმა ოცნებამ“ საბოტაჟი გამოუცხადა უსაფრთხოების მნიშვნელოვან პლატფორმას, რაც, ძალიან სამწუხაროა
შემდეგი სტატიაკულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო: უშგულში, ლამარიას მონასტრის ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოებზე შესაბამისი ნებართვა გაცემული არ არის