რუსეთი დღითიდღე უფრო თავხედურ განცხადებებს აკეთებს და ქმედებებს ახორციელებს, მიზეზი საქართველოს მთავრობის უმოქმედობაშია – სამადაშვილი

ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მაოდგილე სალომე სამადაშვილი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას აფასებს და ამბობს, რომ ოკუპანტი ქვეყანა სულ უფრო თავხედურ და ცინიკურ განცხადებებს აკეთებს.

„ვხედავთ, რომ რუსეთი დღითიდღე უფრო თავხედურ განცხადებებს აკეთებს და ქმედებებს ახორციელებს. ეს კი პირდაპირ უქმნის საფრთხეს ჩვენი მოქალაქეების სისცოცხლეს. ხელისუფლებამ ვითომ მიიღო ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სიასთან დაკავშირებული სანქციების შესაბამაისი კანონპროექტი, თუმცა ვნახეთ ისიც, რომ შემდეგში ეს არაფერში გამოიყენა“ – აღნიშნავს სამადაშვილი.

მისივე თქმით, მიზეზები, რის გამოც რუსეთი მსგავსი ცინიკური განცხადებების კეთებას განაგრძობს, საქართველოს მთავრობის უმოქმედობაშია.

„ეს ხდება იმიტომ, რომ დღევანდელი ხელისუფლების პირობებში, არცერთ მსგავს ნაბიჯზე, რუსეთის ხელისუფლებას პოლიტიკური ფასი არ გადაუხდია.

ამას სჭირდება საერთაშორისო ასპარეზზე ჩვენი ოკუპაციის თემის რეალური გაააქტიურება”- აცხადებს სამადაშვილი.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ზაზა გახელაძის შესახებ განცხადებას აქვეყნებს და თბილისს სპექტაკლის მოწყობაში ადანაშაულებს.

banner
წინა სტატიაშიბოლო 24 საათში გამოვლენილი სამი ახალი შემთხვევიდან ერთი შემოტანილია, ხოლო ორის წყაროს მოძიება გრძელდება – ეზუგბაია
შემდეგი სტატიარამდენიმე დღიანი ძებნის შემდეგ მაშველებმა ომარ კვანჭიანის ცხედარი იპოვეს