რუსეთი დღეს იზოლაციაში იმყოფება – ასე თვლიან მისი მოქალაქეები

საქართველო-ნატო-ს სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავება თბილისის მიერ აღებულ ვალდებულებებს არ შეესაბამებარუსეთის საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქსი“ აქვეყნებს „ლევადა-ცენტრის“ მიერ 20-23 ნოემბერს ჩატარებული გამოკითხვის შედეგებს, რომელშც მონაწილეობდა 1600 ადამიანი, რუსეთის 48 რეგიონის 137 დასახლებული პუნქტიდან.რუსეთის მოქალაქეების 75% თვლის, რომ რუსეთმა უნდა დაიწყოს ურთიეთობების დალაგება ამერიკასთან და დასავლეთის სხვა ქვეყნებთან, 16% -წინააღმდეგია, აზრის დაფიქსირება გაუჭირდა მოქალაქეების 10%.
51% თვლის, რომ დასავლეთის იმ ქვეყნებს, რომლებიც ნატოს ბლოკში შედიან, არ უნდა ქონდეთ რუსეთის შიში, 39% კითვლის, რომ უნდა ეშინოდეთ. ამავე დროს, 54% მიაჩნია, რომ რუსეთს აქვს იმის მიზეზები,რომ ეშინოდეს ნატოსი, საპირისპირო აზრს იზიარებს 36%.
უკრაინასთან ურთიერთობების დალაგების მომხრეა 70%. ყოველი მეხუთე – 20% – ვერ ხედავს ამაში აუცილებლობას, ხოლო ყოველ მეათეს – 10% – გაუძნელდა პასუხის გაცემა.
გამოკითხულების 54%-ის აზრით, რუსეთი დღეს საერთაშორისო იზოლაციაში იმყოფება.ამ აზრს არ ეთანხმება 39%, პასუხის გაცემაუჭირს8%-ს.
სოცოილოგების მონაცემებით, რუსეთის მოქალაქეების ორი მესამედი – 65% თვლის, რომ რუსეთმა უნდა გააგრძელოს თავისი პოლიტიკა დასავლეთის სანქციებისმიუხედავად, ხოლო 26% სთავაზობს კომპრომისის ძებნას, დათმობებზე წასვლას, სანქციების ასაცილებლად. მარტში ეს მაჩვენებლები იყო 72% და 21%, შესაბამისად.
სანქციების დაწესებას არ შეუქმნია სერიოზული პრობლემებირუსეთის მოქალაქეების 71%-სთვის, თუმცა 23% დადებითად უპასუხა ამ კითხვას.
გამოირკვა, რომ რუსეთის მოქალაქეების 70% ამერიკის მიმართ ცუდი დამოკიდებულება აქვს, 21% – კარგი; ევროკავშირის მიმართ – 60% ცუდი და 29% – კარგი; უკრაინის მიმართ 63% უარყოფითადაა განწყობილი და მხოლოდ 27% – კარგად;
ყველაზე კარგად რუსები ბელორუსის მიმართ არიან განწყობილები – 83%, და მხოლოდ 8% – უარყოფითად.

წყარო:

banner
წინა სტატიაშივის აფინანსებდნენ რუსეთის სპეცსამსახურები აღმოსავლეთ ევროპაში და ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში? – დაინტერესდა აშშ კონგრესი
შემდეგი სტატიასაბერძნეთი შეიძლება გარიცხონ შენგენის ზონიდან