რუსეთი დეფოლტის თავიდან აცილებას ცდილობს, ორი ევრობონდი დოლარში დაფარა – REUTERS

Reuters-ი ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთის ფედერაციამ ორი ევრობონდის გადასახადი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებში, დოლარებში სრულად დაფარა. ორმა კრედიტორმა, რომლებიც რუსეთის ობლიგაციებს ფლობდნენ ადასტურებენ, რომ ვალის გადასახადი მათ ანგარიშებზე ასახულია.

სახელმწიფოები სესხულობენ ფულს ინვესტორებისგან მათთვის ფინანსური უსაფრთხოების მიყიდვით. ეს უსაფრთხოება ბონდების სახელით არის ცნობილი. ევრობონდის შემთხვევაში, 17 წევრი უზრუნველყოფს კოლექტიურ გარანტიას.

აშშ-ს მაღალჩინოსნის თქმით, სახელმწიფო ვალის დაფარვა მოსკოვმა შეერთებულ შტატებში გაყინული რეზერვების გამოყენების გარეშე შეძლო და დასძინა, რომ რუსეთის ფინანსური სახსრების ზუსტი წარმომავლობა გაურკვეველია.

გასულ კვირას რუსეთმა დაიცვა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები და $650 მილიონის ღირებულების ვალი საშეღავათო პერიოდის ვადის გასვლამდე, 4 მაისამდე გადაიხადა.

Morgan Stanley-ის მკვლევარის, საიმონ უევერის თქმით, სახელმწიფო ევრობონდებზე რუსეთმა $1.5 მილიარდი დოლარის ღირებულების ვალი უნდა დაფაროს. იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი კრედიტორებისთვის ვალის დოლარში გადახდას გადაწყვეტს, ეს ნიშნავს, რომ მას დეფოლტის თავიდან აცილება სურს. უევერი ასევე აღნიშნავს, რომ რუსეთს ვალის გადახდის რესურსი ენერგოექსპორტებისგან მიღებული შემოსავლისგან აქვს.
რუსეთმა, რომელსაც სულ 15 საერთაშორისო ობლიგაცია აქვს, მათი ნომინალური ღირებულება კი დაახლოებით $40 მილიარდია, დასავლეთის უპრეცედენტო სანქციების ფონზეც კი მოახერხა ამ დრომდე საერთაშორისო ვალის გადაუხდელობის თავიდან აცილება. მაგრამ აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის გადაწყვეტილება ამოცანას ართულებს.

რუსეთს ბოლოს უფლება მიეცა, გადაეხადა 447 მილიონი დოლარის კუპონი 2030 წლის სახელმწიფო დოლარის ობლიგაციებზე. თუ რუსეთი ვერ შეძლებს გადახდას წინასწარ განსაზღვრულ ვადებში, ან გადაიხდის რუბლებში, როდესაც ხელშეკრულებაში მითითებულია დოლარი, ევრო ან სხვა ვალუტა, ეს იქნება დეფოლტი.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძე გახარიას განცხადებაზე – მოღალატეების გარდა, ყველასთან დავსხდებით და ვიმუშავებთ
შემდეგი სტატიაფინეთი რუსულ ვერტმფრენს საჰაერო სივრცის დარღვევაში ადანაშაულებს