“რუსეთი დასავლეთთან ხანგრძლივი კონფლიქტისთვის ემზადება” – ამის შესახებ ფინეთის პრემიერ-მინისტრმა პეტერი ორპომ განაცხადა.
ორპომ ევროპის პარლამენტში გამოსვლისას თქვა: „აშკარაა, რუსეთი დასავლეთთან ხანგრძლივი კონფლიქტისთვის ემზადება და ის მუდმივ და არსებით სამხედრო საფრთხეს წარმოადგენს ევროპისთვის! რუსეთი არ არის დაუმარცხებელი“.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 13 მარტს გამოქვეყნებულ შენიშვნებში განაცხადა, რომ ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრიანება „უაზრო ნაბიჯი“ იყო და რომ რუსეთი ჯარებსა და გამანადგურებელ სისტემებს ჩინეთის საზღვართან განათავსებს.