რუსეთი და თურქეთი იდლიბის ირგვლივ ბუფერულ ზონას შექმნიან და თავდასხმა არ იქნება

რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტებმა სირიაში იდლიბის ირგვლივ ბუფერული ზონის შექმნის შესახებ მოილაპარაკეს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ასადის არმია, დაგეგმილ თავდასხმას, მინიმუმ გარკვეული დროით გადადებს. ასადის არმიის მიერ პროვინციის დაბომბვის წინააღმდეგ დასავლეთი და თურქეთი გამოდიოდა.
ორშაბათს ვლადიმირ პურტინმა და რეჯეპ თაიპ ერდოღანმა სოჭში მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადეს იდლიბის პერიმეტრზე, დაახლოებით 15-20 კილომეტრის სიგანეზე დემილიტარიზებული ზონის შემქნის შესახებ. პუტინმა განაცხადა, რომ ერდოღანთან შეთანხმდა, რომ 10 ოქტომბრამდე ამ ზონიდან მძიმედ შეიარაღებული ოპოზიციური ძალების გამოყვანა მოხდება. ზონას გააკონტროლებენ თურქი და რუსი სამხედროები.

თურქეთმა იდლიბის პერიმეტრზე უკვე შექმნა 12 სადამკვირვებლო პუნქტი. რუსეთის თავდაცვის მინიტრმა სერგეი შოიგუმ განაცხადა, რომ ბუფერული ზონის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას სირიის პრეზიდენტს ბაშარ ასადს დღესვე აცნობებს – “ბიბისი” წერს.

banner
წინა სტატიაშიეს სქემა არის კლასიკური ნიშანი იმისა, რომ აქ არის რეკეტი, ქონების უკანონო წართმევა, ფულის გათეთრება
შემდეგი სტატიაქვეყანაში დიდი მასშტაბის კორუფცია სუფევს