რუსეთი და საფრანგეთი სირიაში მოკავშირეები გახდნენ…

Russia's President Vladimir Putin (L) talks with France's President Francois Hollande during a meeting on the sidelines of a Europe-Asia summit (ASEM) in Milan October 17, 2014. Putin said on Friday his meeting with Ukraine's President Petro Poroshenko and EU leaders had been "positive", but despite his upbeat comment, there was no sign of a decisive breakthrough in solving the crisis in Ukraine. REUTERS/Daniel Dal Zennaro/Pool (ITALY - Tags: POLITICS)

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიემერ პუტინმა, რუსულ შეიარაღებულ ძალებს გასცა ბრძანება, რომ სირიაში საფრანგეთის საბრძოლო დანაყოფებთან, როგორც მოკავშირეებთან იმოქმედონ… აცხადებს euronews-ი.

,,თქვენი მოქმედების ზონაში, უახლოეს ხანებში  მოვა საფრანგეთის საზღვაო სამხედრო ძალების ჯგუფი, ავიამზიდის მეთაურობით. უნდა დაამყაროთ ფრანგებთან პირდაპირი კონტაქტი და იმოქმედოთ მათთან როგორც მოკავშირეებთან,, უბრძანა რუსეთის მთავარსარდალმა ვლადიმერ პუტინმა სირიაში მოქმედ საზღვაო და საჰაერო ძალების მეთაურებს.

აღსანიშნავია, რომ რუსეთმა, მას შემდეგ რაც განაცხადა, რომ მისი სამგზავრო თვითმფრინავი ეგვიპტეში ტერაქტის შედეგად იყო ჩამოგდებული, გააორმაგა ისლამისტების პოზიციებზე ავიადარტყმები, ისევე როგორც საფრანგეთის ავიაციამ პარიზის ტერაქტების შემდეგ… ხოლო ტერაქტების შედეგად შექმნილმა ახალმა რეალობამ და ბოლო  დღეების განმავლობაში ორი ქვეყნის პრეზიდენტების, ოლანდისა და პუტინის მოლაპარაკებებმა ერთმანეთს შორის, ისინი სირიაში მოკავშირეებად აქცია.

www.timer.ge

 

 

banner
წინა სტატიაშიR უმტკივნეულოა თუ არა თმის გადანერგვა–თმის გადანერგვის კლინიკა „თალიზი“
შემდეგი სტატიამთავრობის ადმინისტრაციაში უსაფრთხოებისა და კრიზიების მართვის საბჭოს სხდომა მიმდინარეობს