რუსეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების მცდელობით აღშფოთებულნი არიან – ლავროვი

მოსკოვში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ოკუპირებული ცხინვალის დეფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი დიმიტრი მედოევი მიიღო.

„განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილეთ ტრადიციულ მჭიდრო ურთიერთობაზე ჩვენს ქვეყნებს შორის. იმ ვითარებაში, როცა კავკასიის რეგიონში ნარჩუნდება არასტაბილური მდგომარეობა, რაც მათ შორის პროვოცირებულია საქართველოს მიერ რომელსაც სურს, გაიმყაროს თავისი პოზიციები ნატო-ში, ამით ნატო ცდილობს გაიმყაროს თავისი ადგილი რეგიონში. ასეთ ვითარებაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რუსეთის შეთანხმებული ქმედებები სამხრეთ ოსეთსა და რა თქმა უნდა, აფხაზ მოკავშირეებთან. ჩვენ კვლავაც გავაგრძელებთ ერთად მუშაობას, ამიერკავკასიაში საფრთხეების ნეიტრალიზების მიმართულებით. ვთვლით რომ ამ კუთხით, ყველაზე მნიშვნელოვანი ფორმატი ჟენევის მოლაპარაკებებია, რომლის ფარგლებში, ჩვენ ვცდილობთ მთავარი შეთანხმების გატანას – ცეცხლის გამოუყენებლობის შესახებ”, – განაცხადა სერგეი ლავროვმა.

რუსეთი და ოკუპირებული სამხრეთ ოსეთი საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების მცდელობის გამო შეშფოთებას გამოთქვამენ.

რუსეთისა და ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი იმიერკავკასიაში შექმნილი არასტაბილური მდგომარეობის გამო შეშფოთებას გამოთქვამენ, რაც მათი თქმით განპირობებულია მათ შორის საქართველოს მცდელობით გაწევრიანდეს NATO-ში. განცხადება მოსკოვში გამართული შეხვედრის შემდეგ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გააკეთა.

„იმ სიტუაციაში, როდესაც იმიერკავკასიის რეგიონში შენარჩუნებულია არასტაბილური მდგომარეობა, რომელიც პროვოცირებულია მათ შორის საქართველოს მცდელობით გამაგრდეს NATO-ში და შემდეგ NATO-დან სურს გამაგრდეს რეგიონში, ასეთ დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რუსეთისა და სამხრეთ ოსეთის ქმედებები თანხვედრაში იყოს და რა თქმა უნდა ჩვენი აფხაზი მოკავშირეებისაც“, – განაცხადა სერგეი ლავროვმა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, რუსეთი იმიერკავკასიაში საფრთხის ნეიტრალიზაციის მიზნით მუშაობას გააგრძელებს. ლავროვის განცხადებით, ამ კუთხით უმნიშველოვანესია ჟენევის დისკუსიების ფორმატი, რომლის მთავარ ამოცანად რუსეთის პირველმა დიპლომატმა ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების გაფორმება დაასახელა.

9-11 ივლისს ე,წ, სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მოსკოვში ვიზიტით იმყოფება.

 

banner
წინა სტატიაშიაფხაზმა ფეხბურთელმა თავი მოიკლა
შემდეგი სტატიაკახა კახიშვილი დეზინფორმაციის გავრცელების გამო გიორგი ბაჯელიძის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანას გეგმავს