რუსეთი და ოკუპირებული აფხაზეთი “სასაზღვრო კონტროლის გამარტივებაზე” მუშაობენ – ბჟანია

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი, ასლან ბჟანია რუსულ პროპაგანდისტულ მედია RIA-სთან ამბობს, რომ რუსეთთან “სასაზღვრო კონტროლის გამარტივებაზე” მუშაობენ.

ბჟანიამ იმედი გამოთქვა, რომ მომავალში საგუშაგოები საერთოდ არ იქნება.

“დროთა განმავლობაში ველოდები, რომ მივალთ ურთიერთობებამდე, სადაც არ იქნება გამშვები პუნქტი. იქნება საზღვარი, მაგრამ საკონტროლო-გამშვები პუნქტის არსებობა საჭირო არ გახდება”, – ამბობს ის.

ბჟანიას თქმითვე, გადაწყდა მდინარე ფსოუზე არსებული საცალფეხო ხიდის გამოყენება, რომელიც ამჟამად რეკონსტრუქციის ქვეშაა. დე ფაქტო პრეზიდენტი ირწმუნება, რომ ეს “საზღვრების გადაკვეთას გაადვილებს”.

banner
წინა სტატიაშიაშშ-მა 26 მაისის ღონისძიებაში მონაწილეობა ივანიშვილის განცხადების გამო გააუქმა
შემდეგი სტატიახაინდრავა: კონგრესის მიერ „MEGOBARI act“-ის მიღება უმეცრების და სახელმწიფო უთავმოყვარეობის ფსკერია!