რუსეთი და ჩრდილოეთ კორეა სანქციების გვერდის ავლით თანამშრომლობენ

საწვავით დატვირთულმა მინიმუმ 8 ტანკერმა მიმდინარე წელს რუსეთიდან გეზი ჩრდილოეთ კორეისკენ აიღო, თუმცა ოფიციალური დოკუმენტების მიხედვით მათი დანიშნულების ადგილი ჩრდილოეთ კორეა არ იყო. ამერიკელი ჩინოვნიკების განცხადებით, პხენიანი ხშირად მიმართავს ასეთ ხერხს სანქციებისადმი გვერდის ავლის მიზნით. მათი თქმით, მიმართულების შუა გზაზე შეცვლა – ჩრდილოეთ კორეის ტაქტიკის ერთ-ერთი მახასიათებელია.
ჩრდილოეთ კორეა საქონლის ექსპორტ-იმპორტისთვის აქტიურად იყენებს საზღვაო გადაზიდვებს, მაგრამ მალავს საქონლის წარმომავლობას ყალბი დოკუმენტაციის მეშვეობით. ამის შესახებ ისაუბრა აშშ-ს ფინანსთა მინისტრის თანაშემწემ მარშალ ბილინგსლიმ წარმომადგენელთა პალატის კომიტეტის სხდომაზე.
8 ტანკერმა, რომელთა შესახებ ინფორმაცია ფიქსირდება დამკვირვებლების მიერ, გეზი აიღო ვლადივოსტოკიდან და ნახოდკიდან. ოფიცილურად მათი დანიშნულების პუქნტები უნდა ყოფილიყვენენ ჩინეთის და სამხრეთ კორეის პორტები, თუმცა მას შემდეგ რაც ტანკერებმა რუსეთის აკვატორია დატოვეს, გეზი აიღეს ჩრდილოეთ კორეის პორტებისკენ. აღნიშნული ტანკერების ნაწილი დავალების შესრულების შემდეგ ისევ რუსეთში დაბრუნდა.

მასალას ავრცელებს საინფორმაციო სააგენტო REUTERS.

banner
წინა სტატიაშიიური ლუცენკო: სააკაშვილის ექსტრადირება საქართველოში შეუძლებელია
შემდეგი სტატიაალექსანდრე ლუკაშენკო: “ჩვენ არავისთან ვაპირებთ ომს”