რუსეთი და ჩინეთი – ჩრდილოეთ კორეის ქმედებებზე რაგირებას აპირებენ

ჩინური მედიის ცნობით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და ჩინეთის პრეზიდენტი ში ძიანპინგი, კორეის ნახევარკუნძულის ბირთვული იარაღისგან გაწმენდის საკითხში თანხმობა განაცხადეს.
პუტინი და ში ძიანპინგი ჩინეთში მიმდინარე BRICS- ის სამიტზე პირისპირ შეხვდნენ ერთმანეთს. ორი ქვეყნის ლიდერმა შეხვედრაზე ასევე ჩრდილოეთ კორეის მხრიდან წყალბადის ბომბის გამოცდის საკითხიც განიხილეს და აღნიშნეს, რომ ფაქტთან დაკავშირებით შესაბამისი რეაგირებაა საჭირო. რუსეთის და ჩინეთის პრეზიდენტებმა ქვეყნებს შორის არსებული საკითხის უფრო სწრაფად მოგვარებისათვის მჭიდრო ურთიერთობის აუცილებლობაზეც შეთანხმდნენ.

banner
წინა სტატიაშიტრამპმა ობამას მიერ დატოვებული წერილი გაასაჯაროვა
შემდეგი სტატიარუსეთს დონბასიდან სამხედრო ტექნიკა გაჰყავს