რუსეთი და აშშ სირიის მთავრობასა და ოპოზიციას ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დაცვისკენ მოუწოდებენ

რუსეთი და აშშ სირიის მთავრობასა და ოპოზიციას ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დაცვისკენ მოუწოდებენ. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ სატელეფონო საუბრისას განაცხადეს.

ამას გარდა, ჟენევაში არაბ დიპლომატებთან და გაერო-ს წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ ჯონ კერიმ განაცხადა, რომ ალეპოში შეიარაღებული მოქმედებების შეწყვეტის გეგმის შემუშავებაში პროგრესი მიღწეულია, თუმცა გეგმის წარმატების გარანტია არ არის.

დღეს გაერო-ს სპეციალური წარმომადგენელი სტეფან დე მისტურა, რომელიც ჟენევაში გამართულ შეხვედრაში მონაწილეობდა, სირიის საკითხის განსახილველად მოსკოვში ჩავა. გასული კვირის ბოლოს სტეფან დე მისტურამ რუსეთსა და აშშ-ს სირიაში სამშვიდობო შეთანხმების ჩაშლის თავიდან ასაცილებლად მოქმედებებისკენ მოუწოდა.

ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი სირიაში ვაშინგტონისა და მოსკოვის შუამავლობით 27 თებერვალს გამოცხადაა. თუმცა ბოლო პერიოდში სირიაში კონფლიქტის მხარეებმა სამშვიდობო შეთანხმება არაერთხელ დაარღვიეს. ბოლო ცხრა დღის განმავლობაში ალეპოში დაახლოებით 250 ადამიანი დაიღუპა. 1 მასიის ალეპოში ამბოხებულების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე საჰაერო დარტყმებს სამი ადამიანი ემსხვერპლა.

banner
წინა სტატიაშიქობულეთში 65 წლის მამაკაცს პედოფილიაში ადანაშაულებენ
შემდეგი სტატიაქედაში 85 წლის მამაკაცს ეძებენ