“რუსეთი ჩემი ისტორიის” სტენდზე გამოაკრეს რუსეთ-საქართველოს ომის, “კურსკის” ჩაძირვის და ბესლანის ტერაქტის თარიღები

მოსკოვში, სახალხო მეურნეობის მიღწევათა (ВДНХ) საგამოფენო სტენდზე გამოაქვეყნეს მონაცემები მოსკოვსა (2002 წელი) და ბესლანში (2004 წელი) მომხდარი ტერაქტების, წყალქვეშა გემ “კურსკის” ჩაძირვისა (2000 წელი) და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ. ისტორიის პავილიონის დამთვალიერებლებმა ყურადღება მიაქციეს მიმდინარე საუკუნის პირველი ათწლეულის მიღწევებს. გამოფენის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ სტენდები ექსპოზიციის ნაწილს არ შეადგენენ.

პავილიონში “რუსეთი-ჩემი ისტორიას” XXI საუკუნის მოვლენებში ყველა ზემოთჩამოთვლილ მოვლენას მოგვიანებით თეთრი ქაღალდი გადააკრეს და საბოლოოდ შემდეგი წინადადებები დარჩა: ვლადიმირ პუტინის პირველი პრეზიდენტობა, ვლადიმირ პუტინის მეორე პრეზიდენტობა და დიმიტრი მედვედევის პრეზიდენტობა – რუსული “დოჟდი” წერს.
პროექტის პრესსამსახური ალექსანდრ ტარასოვი ავრცელებს, რომ სტენდი ექსპოზიციის ნაწილს არ შეადგენს.

banner
წინა სტატიაშიე.წ. სამხრეთ ოსეთში პირველ აეროპორტს ააშენებენ
შემდეგი სტატიაჭავჭავაძის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულები თბილისის სხვადასხვა საავადმყოფოში არიან გადაყვანილი