რუსეთი ბრიტანეთისაგან სამხედრო ოპერაციების ასადთან შეთანხმებას მოითხოვს…

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, ბრიტანეთს მოუწოდებს, რომ სირიაში განხორციელებული სამხედრო ოპერაციები ასადის რეჟიმთან შეათანხმოს…

რუსი მინისტრის განცხადებით, ბრიტანეთის პრემიერმა საკუთარი ქვეყნის სამხედრო ძალები სირიის ოპერაციაში, პარიზის ტერაქტების შემდეგ გაეროს მიერ ,,ისლამური სახელმწიფოს,, წინააღმდეგ მიღებული რეზოლუციის საფუძველზე ჩართო… თუმცა, ლავროვის აზრით, ეს რეზოლუცია ისლამისტების წინააღმდეგ მებრძოლ ყველა ქვეყანას ურთიერთთანამშრომლობისა და კოორდინაციისკენ მოუწოდებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ბრიტანეთმა თავისი ქმედებები ასადის ხელისუფლებასთანაც უნდა შეათანხმოს.

შეგახსენებთ, რომ 3 დეკემბერს ბრიტანეთის პარლამენტმა ხმა მისცა ამ ქვეყნის საჰაერო ძალების ჩართვას სირიის კონფლიქტში ,,ისლამური სახელმწიფოს,, წინააღმდეგ, რაც ბრიტანულმა ავიაციამ იმავე ღამით დაიწყო.

www.timer.ge

banner
წინა სტატიაშიპუტინის ახალი მუქარა და თურქეთის პასუხი…
შემდეგი სტატიათმის გადანერგვის წილოსანისეული მეთოდი, ანუ როგორ გახდა „თალიზი“ მსოფლიო ბრენდი