რუსეთი ბელარუსში შეჭრასა და ქვეყნის დაკავებას გეგმავდა – უკრაინის დაზვერვა

უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, 2020 წელს რუსეთი ბელარუსში შეჭრასა და ტერიტორიის დაკავებას გეგმავდა, რისთვისაც 1-ელ სატანკო არმიას ამზადებდნენ.

როგორც უკრაინული დაზვერვა იუწყება, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა შეჭრის გეგმა ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბების შემდეგ შეადგინეს, რათა ჩაეხშოთ სახალხო პროტესტი.

უკრაინის დაზვერვის ცნობით, ბელარუსის ოკუპაცია იგეგმებოდა ევროპის რეგიონში ან NATO-ს მოკავშირეებთან ფართომასშტაბურ ომში რუსეთის ჩართვის შესაძლებლობის თავიდან აცილების საბაბით.

უკრაინის დაზვერვას ერთ-ერთ მტკიცებულებად, რომ ბელარუსში ოპერაცია იგეგმებოდა, მოჰყავს 1-ელი სატანკო არმიის სამხედროების გადაჯგუფების გეგმები.

banner
წინა სტატიაშიივანო ფრანკივსკში ომის შედეგად მოკლული ბავშვების ხსოვნის პატივსაცემად მდუმარე აქცია გაიმართა
შემდეგი სტატიაუკრაინელმა ჯარისკაცებმა დონეცკის რეგიონში არა მხოლოდ მოიგერია მტრის თავდასხმა საკუთარ პოზიციებზე, არამედ აიძულეს დამპყრობლები გაქცეულიყვნენ ტყეში – უკრაინელი მეომრები