რუსეთი ბალტიის ზღვაში სამხედრო-საზღვაო წვრთნებს მართავს

რუსეთი ბალტიის ზღვაში სამხედრო-საზღვაო წვრთნებს მართავს, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

სწავლებაში სახელწოდებით „ოკეანის ფარი 2023“ მონაწილეობას მიიღებს 30-ზე მეტი საბრძოლო ხომალდი და ყატარღა, 30 საფრენი აპარატი და ექვსი ათასი სამხედრო მოსამსახურე.

თავდაცვის უწყების ცნობით, ბალტიის ზღვრის აკვატორიაში რუსეთის სამხედრო წვრთნის ფარგლებში ჩატარდება 200-ზე მეტი საბრძოლო მანევრი, მათ შორის იარაღის პრაქტიკული გამოყენებით.

banner
წინა სტატიაშისაქართველო არ განიხილება სანქციების გვერდის ავლის პლატფორმად – თურნავა
შემდეგი სტატია„სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენლები „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციაში უნდა გაწევრიანდნენ – დეკანოიძე