რუსეთი ავრცელებს დეზინფორმაციას უკრაინაში ქართული ლეგიონის წევრების განადგურებაზე – მამუკა მამულაშვილი

უკრაინაში მებრძოლი “ქართული ლეგიონის” მეთაური მამუკა მამულაშვილი, დეზინფორმაციას უწოდებს რუსული მედიის მიერ რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ უკრაინაში, ლისიჩანსკთან, რუსეთის ძალებმა ქართველ მებრძოლთა ჯგუფი გაანადგურეს.

“რამდენიმე დღეა უკვე რუსული მედია ავრცელებს დეზინფორმაციას ქართული ლეგიონის წევრების განადგურებაზე, რაც არ შეესაბამება სიმართლეს. ძალიან მონდომებული არიან ჩვენი რომელიმე დანაყოფი მაინც გაანადგურონ და საბედნიეროდ არ მიეცათ ამის საშუალება. ჩვენ ვახერხებთ მტრის განადგურებას. ინტენსიური ცეცხლი მიმდინარეობს აღმოსავლეთ ფრონტზე რუსები ცდილობენ წინ წამოიწიონ და რამდენიმე მიმართულებით უტევენ უკრაინულ არმიას. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რამდენად სწრაფად შეძლებენ ჩვენი დასავლელი პარტნიორები რეაქტიული არტილერიის დანადგარების მიწოდებას უკრაინისთვის, ეს განსაზღვრავს ომის ბედს”, – თქვა მამუკა მამულაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიპროექტი „თბილისის ცის ქვეშ“ გრძელდება
შემდეგი სტატიამოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას გააკეთოს ყველაფერი სააკაშვილის ჯანმრთელობის დასასტაბილურებლად, ლოგიკური იქნებოდა მკურნალობა ევროპულ კლინიკაში – PACE