რუსეთი ათ ამერიკელ და სამ პოლონელ დიპლომატს გააძევებს

რუსეთი დიპლომატს გააძევებს

რუსეთი ათ ამერიკელ დიპლომატს ქვეყნის დატოვებას შესთავაზებს – 16 აპრილს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა – “დოიჩე ველე” წერს. გარდა ამისა, ქვეყანა სამმა პოლონელმა დიპლომატმაც უნდა დატოვოს. “ასევე, როგორც ვიცი, პოლონეთმაც თქვა ჩვენი დილომატების გაძევებაზე. აქაც ვუპასუხებთ, ცხადია, შესაბამისად” – ლავროვმა თქვა.

გუშინ, 15 აპრილს აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს მოაწერა ხელი. მან რუსული საფრთხის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. “გატყობინებთ, რომ გამოვეცი ბრძანება ეროვნული საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ ეროვნული უსაფრთხოების არატიპიური და საგანგებო საფრთხის, საგარეო პოლიტიკისა და აშშ-ს ეკომონიკის საფრთხის გამო, რომელსაც რუსეთის ფედერაციის მთავრობა თავისი მავნე საგარეო მოქმედებით ქმნის” – ნათქვამია გუშინ გავრცელებულ წერილში, რომელიც ბაიდენმა კონგრესს გაუგზავნა.

ბრძანების შემდეგ აშშ-ში დაიბლოკება იმ პირები აქტივები, რომლებსაც აშშ აღიარებს, რომ პირდაპირ ან ირიბად მონაწილეობდნენ რუსეთის ფედერაციის დანაშაულებრივ მოქმედებებში კიბერტექნოლოგიების გამოყენებით, ამა თუ იმ სახით აშშ-სა თუ სხვა ქვეყნების არჩევნებში ჩაერივნენ, აშშ-ს ან სხვა ქვეყანაში დემოკრატიული პროცესები მოარღვიეს, ჩაიდინეს მკვლელობები ან აშშ-ს მოქალაქეებს და მის პარტნიორებს ფიზიკური ზიანი მიაყენეს და სხვა.
გუშინვე გავრცელდა, რომ აშშ ქვეყნიდან ათ რუს დიპლომატს გააძევებს.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშიანგელა მერკელი “ასტრა-ზენეკათი” აიცრა
შემდეგი სტატიანათელაშვილი: გელოდებით 15 მაისის შეკრებაზე, ის შესაძლოა ახალი 26 მაისი გახდეს