პოლონეთის პრეზიდენტის, ანდჟეი დუდას განცხადებით, რუსეთი რაც შეიძლება სწრაფად უნდა შეჩერდეს.
როგორც დუდამ უკრაინულ ტელევიზიებთან ინტერვიუსას განაცხადა, “რუსეთი ჰგავს ველურ მხეცს, რომელიც ადამიანის ხორცის ჭამას არის მიჩვეული და რომელიც უნდა მოკლა, რომ სხვებს არ დაესხას თავს”
“რუსეთს არ უნდა მიეცეს მოგების შესაძლებლობა, რადგან იგი წინ სვლას გააგრძელებს. ეს მის იმპერიალიზმს დაეხმარება. რუსეთი არის ველური ცხოველივით, რომელიც ადამიანებს ჭამს. თუ ველური ცხოველი ადამიანებს ჭამს, ხშირად ნათქვამია, რომ მას უნდა ესროლო და მოკლა, რადგან ის უკვე მიჩვეულია ადამიანების ხორცის ჭამას. იგივე ხდება რუსეთთან”, – ამბობს დუდა ინტერვიუში.