“რუსეთი არის აგრესორი, უკრაინა კი მსხვერპლი” -მაკრონი

“რუსეთი არის აგრესორი, უკრაინა კი მსხვერპლი. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ყველანი მართალი ვიყავით, რომ დავეხმარეთ უკრაინას და 3 წლის წინ რუსეთს სანქციები დავუწესეთ და ასე გავაგრძელეთ”,-საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის გამოხმაურება ტრამპი- ზელენსკის შეხვედრაზე.

„არის აგრესორი – რუსეთი. არის თავდასხმის ქვეშ მყოფი ხალხი – უკრაინა. ვფიქრობ, ყველანი მართლები ვიყავით, რომ დავეხმარეთ უკრაინას და სამი წლის წინ დავასანქცირეთ რუსეთი. ამის კეთებას ვაგრძელებთ და როდესაც ვამბობ „ჩვენ“, ვგულისხმობ ამერიკის შეერთებულ შტატებს, ევროპელებს, კანადელებს, იაპონელებსა და ბევრ სხვას.

მადლობა უნდა გადავუხადოთ ყველას, ვინც დახმარება გაწია. პატივი უნდა ვცეთ მათ, ვინც დასაწყისიდანვე იბრძვიან, ვინაიდან ისინი საკუთარი ღირსებისთვის, საკუთარი დამოუკიდებლობისთვის, საკუთარი შვილებისთვისა და ევროპის უსაფრთხოებისთვის იბრძვიან. ეს მარტივი რაღაცებია, მაგრამ კარგია ისინი გვახსოვდეს ასეთ მომენტებში“, – განაცხადა მაკრონმა.

banner
წინა სტატიაში“რა სირცხვილია ამერიკისთვის” -სენატორი კრის მერფი ტრამპის და ზელენსკის შეხვედრაზე
შემდეგი სტატია“ძალიან დამთრგუნველია… სამწუხარო დღე ამერიკული დიპლომატიისთვის” – მაიკლ მაკფოლი