ევროპაში აშშ-ის შეიარაღებული ძალების ექს-სარდალი გენერალი ჰოჯესი მიიჩნევს, რომ მხოლოდ რეალურ ძალებს, რომლებიც მზად არიან საბრძოლო მოქმედებებისთვის, შეუძლია აიძულოს რუსეთი დაიცვას დაშორიშორების პირობები და ზავით გათვალისწინებული ნაბიჯები, სხვა შემთხვევაში რუსები, გენერლის აზრით, პატივს არ სცემენ სამშვიდობო ძალებს, იმის მიუხედავად, გაეროსი იქნება ის თუ სხვა ორგანიზაციის.
ამის მაგალითად გენერალმა 1995 წლის ბოსნიის კონტინგენტის მაგალითი მოიყვანა.
ოვალურ კაბინეტში, მოსკოვში, კიევსა და ერ-რიადში გაკეთებული ყველა განცხადების კომენტირებისას ჰოჯესმა განაცხადა, რომ ეს არა სამშვიდობო მოლაპარაკებები, არამედ ომის შეჩერებისკენ გადადგმული ნაბიჯების მხოლოდ პირველი ეტაპია, ხოლო ომის საბოლოოდ შესაჩერებლად საჭიროა ისეთი სამშვიდობო ძალების მოძებნა/შექმნა, რომელიც აიძულებს რუსეთს შეთანხმების პირობები დაიცვას.
“ჩვენ უკვე გვყავდნენ დამკვირვებლები დონბასში – მამაცი კაცები და ქალები, დაჯავშნილი მანქანებით. მაგრამ რუსეთი არ ავლენდა მათ მიმართ ელემენტარულ პატივისცემასაც კი. კრემლი მხოლოდ მათ მიმართ გამოიჩენს იძულებით პატივისცემას, ვისაც ექნება რეალური მანდატი და ძალა, რომ ის საჭიროების შემთხვევაში გამოიყენოს”, – დააკონკრეტა ამერიკელმა გენერალმა.
ბენ ჰოჯესმა მაგალითად ბოსნიაში ნატოს კონტინგენტი მოიყვანა, როცა სამშვიდობო ძალებში შედიოდნენ შეიარაღებული სამხედროები, რომლებსაც ჰქონდათ კონკრეტულად გაწერილი სტრუქტურა და ჰყავდნენ მეთაურები, ამასთან, კონკრეტულად იყო გაწერილი, როდის შეეძლოთ სამხედროებს იარაღის გამოყენება.
“შეთანხმების დარღვევის პირობებში ამ ძალებმა რუსეთს მკვეთრად და უყოყმანოდ უნდა გასცენ პასუხი. მართალია, რუსეთი ამის გამო პირველ შემთხვევებში პროტესტს გამოთქვამს, მაგრამ შემდეგ უკვე დაიცავს შეთანხმებას”, – დარწმუნებულია ამერიკელი გენერალი.
“არ დაიწყოთ განხილვა, სად რამდენ ჯარისკაცს განათავსებთ, სანამ არ გექნებათ კონკრეტულად გაწერილი, როდის შეუძლიათ ამ ჯარისკაცებს იარაღის გამოყენება”, – ურჩევს გენერალი თეთრ სახლს და მკაცრად აკრიტიკებს ტრამპის “სამშვიდობო გეგმას”, ამბობს რა, რომ ფრონტზე უკრაინას აქვს არამარტო წამგებიანი, უფრო მეტად მომგებიანი პოზიციები, ამიტომ არ უნდა წავიდეს არანაირ დათმობაზე, დაკარგული ტერიტორიების დათმობის თვალსაზრისით”.