რუსეთი არასდროს ყოფილა სხვა ქვეყნებთან, მათ შორის მეზობლებთან ურთიერთობების გაფუჭების ინიციატორი

რუსეთი განაგრძობს აშშ-თან კონტაქტებს, უკრაინის საკითხი ძალიან რთულია და დამატებით ძალისხმევას საჭიროებს. ამის შესახებ კრმელის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„ჩვენ უკვე გუშინ, ფაქტობრივად, ვისაუბრეთ ამ თემაზე. განვაგრძობთ ჩვენს კონტაქტებს ამერიკულ მხარესთან. თემა ძალიან რთულია, სუბსტანცია, რომელსაც განვიხილავთ უკრიანის დარეგულირებასთან დაკავშირებით, ძალიან რთულია. ისინი საჭიროებენ მრავალ დამატებით ძალისხმევას“, – აღნიშნა პესკოვმა მედიასთან.

ამასთან, პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთი არასდროს ყოფილა სხვა ქვეყნებთან, მათ შორის მეზობლებთან ურთიერთობების გაფუჭების ინიციატორი.

„რუსეთი არასდროს ყოფილა ინიციატორი, რომ გააფუჭოს ურთიერთობები სხვა სახელმწიფოებთან, მათ შორის და პირველ რიგში, თავის მეზობლებთან“, – აღნიშნა პესკოვმა.

banner
წინა სტატიაშითიბისი განაწილების და დიოგენეს სპეციალური შეთავაზება წიგნის მოყვარულთათვის
შემდეგი სტატია“ფრილანსერები და ბიზნესი“-  თიბისი ბიზნესის ინიციატივით, თბილისში „ხუთშაბათის შეხვედრა“ გაიმართება